მაგნატის ნაცვლად ფული მეტყველებს
ნინა ახმეტელი: 12/17/07
საქართველოს პრეზიდენტობის ექვსმა კანდიდატმა უკვე დაიწყო საარჩევნო ბლიცი ქვეყნის მასშტაბით, მაგრამ მეშვიდე ჩრდილში რჩება. ბადრი პატარკაციშვილი ჯერ არ დაბრუნებულა საქართველოში საარჩევნო კამპანიისთვის. ამის მიზეზად ის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ პრობლემებს ასახელებს. მის ნაცვლად კამპანიას მის მიერვე დაპირებული გულუხვი სოციალური კეთლდღეობის პროგრამები ატარებს.
საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის 11 დეკემბერს მიცემულ სატელევიზიო ინტერვიუში პარლამენტის წევრმა და პატარკაციშვილის წარმომადგენელმა თბილისში, ვალერი გელბახიანმა, დაადასტურა, რომ პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში ბიზნესმენი ძირითად პრიორიტეტს სოციალურ საჭიროებებს მიანიჭებს და პროგრამების განხორციელებისთვის საკუთარ ქონებას გამოიყენებს. რამდენიმე მედიაწყაროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პატარკაციშვილი ელექტროენერგიის და ბუნებრივი აირის გადასახადების დაფარვასაც კი აპირებს.
პარლამენტის წევრმა გოჩა ჯოჯუამ, რომელიც ამავე დროს მაგნატის წინაასრჩევნო კამპანიის დე ფაქტო მენეჯერის ფუნქციას ასრულებს, უარი განაცხადა, გაემჟღავნებინა პატარკაციშვილის წინაასარჩევნო დაპირებების დეტალები და აგრეთვე ისიც, თუ როგორ აპირებს ლონდონში მცხოვრები მაგნატი მათ განხორციელებას პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში.
მიუხადავად ზუსტი ინფორმაციის არარსებობისა უშუალოდ კანდიდატისგან, ცენტრალური საარჩევნო კომიისის თავმჯდომარემ ლევან თარხნიშვილმა უკვე განაცხადა, რომ ამდაგვარი პროგრამა შეიძლება “ამომრჩევლების არაპირდაპირ მოქრთამვად” ჩაითვალოს.
ამასობაში, პატარკაციშილმა, რომელსაც თბილისში უკვე 14 დეკემბერს ელოდნენ, უარი განაცხადა ქვეყანაში დაბრუნებაზე დამატებითი გარანტიების გარეშე, რომელიც მას დაპატიმრებისგან დაიცავს. მიუხედავად იმისა, რომ პატარკაციშვილს, როგორც პრეზიდენტობის კანდიდატს, იმუნიტეტი იცავს, მასზე, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობისათვის, გამოძიება მიმდინარეობს (დაწვრილებითი ინფორმაციისთვის იხილეთ Eurasia Insight-ის არქივი). იმ შემთხვევაში, თუ მას ბრალს წაუყენებენ, პატარკაციშვილს იმუნიტეტი მოეხსნება. მთავრობის ოფიციალურმა პირებმა უარი განაცხადეს მისი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე იმ მოტივით, რომ მოქმედი ამნისტია სრულიად საკმარისია მისი უსაფრთხოებისთვის.
თუ გავითვალისწინებთ საქართველოში არსებულ მდგომარეობას სიღარიბის მხრივ, სოციალური კეთილდღეობის ის საკითხები, რომლებიც პატარკაციშვილმა პრიორიტეტად დაისახა, ყველა კანდიდატის საარჩევნო პროგრამიდან გამოარჩევს მას. ლოზუნგით “საქართველო სიღარიბის გარეშე” –ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ამომრჩეველს მრავალი დაპირება მისცა, დაწყებული ყველა ახალშობილზე გაცემული 1000 ლარით დაუცველი ოჯახებისთვის და დამთავრებული პენსიების 100 დოლარმდე გაზრდით მომავალი ორი წლის განმავლობაში.
“მე მინდა, რომ ყველაზე ღატაკ ადამიანებსაც კი სჯეროდეთ ჩემი და მე თქვენ უსაფრთხო ადგილამდე მიგიყვანთ,” – განაცხადა სააკაშვილმა 16 დეკემბერს გამართულ საკუთარი საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციაზე, რომელიც სატელევიზიო არხებმა გადასცეს. ნაციონალური მოძრაობის პარტიის კანდიდატმა იქვე დაამატა, რომ “გაცილებით მეტია გასაკეთებელი, ვიდრე დღემდე გაკეთდა”.
საერთო კეთლიდღეობის სახელმწიფოს ნაცადი ინიციატორის, ლეიბორისტული პარტიის კანდიდატის, შალვა ნათელაშვილის, წინაასარჩევნო დაპირებებიც ტრადიციულად მუშათა კლასზეა გათვლილი. ნათელაშვილის დაპირებების მიხედვით, იგი მოსახლეობას ბუნებრივი აირის და ელექტრონერგიის გადასახადებისგან გაათავისუფლებს სამი წლის განმავლობაში, მისცემს მათ კომპენსაციას საბჭოური საბანკო სისტემის განადგურებისგან მიყენებული ზარალისთვის და ასევე მოახდენს “უკანონოდ მითვისებული” ქონების ნაციონალიზაციას.
მაგრამ მილიარდელი პატარკაციშვილის საარჩევნო პროგრამა სერიოზულ დარტყმას აყენებს ამგვარ დაპირებებს. ერთ დროს ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ინვესტორი, მაგნატი პატარკაციშვილი, კარგადაა ცნობილი თავისი ქველმოქმედებით.
როგორც ეკონომისტი გია ხუხაშვილი ამბობს, პატარკაციშვილის სიმდიდრე ამომრჩევლების ნაწილისთვის მისი წინაასარჩევნო დაპირებების შესრულების ერთგვარი გარანტიაა, რაც სააკაშვილის კონკურენციის ძირითადი ფაქტორი შეიძლება გახდეს.
“ნაციონალური მოძრაობა ულტრამემარცხენე კამპანიას აწარმოებს და სინამდვილეში გათვლებს ნათელაშვილის ელექტორატზე აკეთებს”, – განაცხადა ხუხაშვილმა, – “მაგრამ, თუ მოსახლეობა ეჭვქვეშ აყენებს ნათელაშვილის დაპირებებს, მაშინ პატარკაციშვილი მეტი ნდობით ისარგებლებს, რადგან ყველამ იცის, რომ მას შესწევს უნარი, შეასრულოს საკუთარი დაპირებები.”
თემურ იაკობაშვილი, საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი, აღნიშნავს, რომ სიტუაცია შეიძლება შეიცვალოს, თუ პატარკაციშვილი აქტიურად ჩაერთვება წინასაარჩევნო მარათონში.
თუმცა, ჯერ კიდევ ადრეა იმის თქმა, თუ როგორ შეხვდებიან ამომრჩევლები ამგვარ უვერტიურებს. გამოკითხვის შედეგები სხვადასხვაა, მაგრამ ყველა მათგანი ლიდერად სააკაშვილს ასახელებს, ხოლო მეორე ადგილზე – ეროვნული ოპოზიციური საბჭოს კანდიდატს, ლევან გაჩეჩილაძეს. მათ შორის მანძილი, სხვადასხვა გამოკითხვის მიხედვით, სხვადასხვაა: 40-იდან დაწყებული, რამდენიმე მეათედი პროცენტით დამთავრებული, რაც გამოკითხვაზეა დამოკიდებული. რაც შეეხება პატარკაციშვილსა და ნათელაშვილს, ისინი მესამე ან მეოთხე ადგილზე იმყოფებიან ხმების 15 პროცენტზე ნაკლები შუალედით.
“ძნელია ვივარაუდოთ, ვინ მოიგებს არჩევნებს, იქიდან გამომდინარე, რომ არ ვიცით, რას აპირებს პატარკაციშვილი. მას შეუძლია იმდენი დახარჯოს, რომ სააკაშვილი ვერ შეძლებს პირველი ტურის მოგებასაც კი, ან დაეხმაროს სხვა კანდიდატს და თავად უარი თქვას.”
ამასობაში, პარლამენტარი და ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ყოფილი წევრი შეშფოთებას გამოთქვამს იმის თაობაზე, თუ როგორ აისახება სააკაშვილის დაპირებები ბიუჯეტზე. ის ამტკიცებს, რომ მთავრობამ უკვე დაიწყო მუშაობა სააკაშვილის პროგრამაზე, მიუხედავად იმისა, რომ თავად სააკაშვილი პრეზიდენტობიდან ნოემბრის ბოლოს გადადგა.
“ნაციონალური მოძრაობის კანდიდატის პროგრამის განხორციელება უკვე დაწყებულია და ვინც უნდა მოიგოს არჩევნები, სერიოზული პრობლემის წინაშე დადგება, როდესაც გააცნობიერებს იმ ბრძანებებს, რომელიც სააკაშვილმა მთავრობას მისცა,” – განაცხადა პარლამენტის და ფინანსური და საბიუჯეტო საპარლამენტო კომიტეტის წევრმა ვლადიმერ პაპავამ, რომელმაც ნოემბრის დასაწყისში დატოვა ნაციონალური მოძრაობა.
ეროვნული მოძრაობა უარყოფს ამ ბრალდებებს. მთავრობა ასრულებს მხოლოდ იმ ბრძანებებს, რომლებიც სააკაშვილმა 25 ნომებრამდე გასცა, _ განაცხადა ქეთი ქოჩორაშვილმა. მან კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მთავრობას სააკაშვილის გადადგომის შემდეგ ახალი ბრძანებები არ მიუღია.
პრემიერ-მინისტრმა ლადო გურგენიძემ განაცხადა, რომ ახალი, “უფრო სოციალურ საკითხებზე ორიენტირებული” ბიუჯეტის პროექტი პარლამენტს განსახილველად მოკლე დროში წარედგინება. ტელეარხ “იმედისათვის” მიცემულ ინტერვიუში ფინანსთა მინისტრმა ნიკა გილაურმა დააკონკრეტა, რომ პროექტი პარლამენტს “რამდენიმე კვირაში წარედგინება”.
13 დეკემბერს გურგენიძემ განაცხადა, რომ მთავრობას ესაჭიროება დამატებით გამოყოს 300 მილიონი ლარი (დაახლოებით 188.7 მილიონი აშშ დოლარი) ახალი სოციალური კეთილდღეობის პროგრამისთვის. განსხვავება სავარაუდოდ თავდაცვის შეკვეცილი ბიუჯეტით დაიფარება, თუმცა დეტალები ჯერ კიდევ უცნობია.
რედაქტორის მინაწერი:ნინა ახმეტელი არის კორესპონდენტი თბილისში.
წარწერა სურათზე: მაგნატ პატარკაციშვილს ჯერ კიდევ ელოდებიან საქართვლოში, რათა თავად წარუძღვეს პრეზიდენტობის წინასაარჩევნო კამპანიას.